ქუთაისში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

ქუთაისაი კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი, ხანდაზმული ქალი გარდაიცვალა. ის კლინიკა “ბომონდში” მკურნალობდა. 81 წლის პაციენტი კატასტროფის ბრიგადამ კლინიკაში 20 სექტემბერს, დადასტურებული კოვიდინფექციით ბათუმიდან გადაიყვანა. პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ შეფასდა, რადგან კოვიდინფექციასთან ერთად, აღენიშნებოდა თანმდევი დაავადებები-მოციმციმე არითმია, გულსისხლძარღვთა პრობლემები, ორმხრივი ჰიდროთორაქსი.
პაციენტი კლინიკაში შემოიყვანეს ორმხრივი პნევმონიით, სუნთქვის მწვავე უკმარისობით, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით. მას ასევე აღენიშნებოდა მოციმციმე არითმი პაროქსიზმული ფორმით, ორმხრივი ჰიდროთორაქსი, სარქვლოვანი მანკები და ჰოდროპერიკარდიუმი. 25 სექტემბერს პაციენტი გადავიდა მართვით სუნთქვაზე. ექიმების მცდელობისა და გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამ ეტაპზე კლინიკაში 76 კოვიდდადებითი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. 90-მდე პაციენტმა კი ვირუსი დაამარცხა. გამოჯანმრთელებულებს შორის არიან ბავშვები, ორსულები და ხანდაზმულები”, – აცხადებს “ ბომონდი”-ს კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები