აჭარაში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს. პაციენტები ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდნენ.
გარდაიცვალა 55 წლის ქალი, იგი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მოთავსდა 6 ოქტომბერს დიაგნოზით COVID -19, პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა. თანმხლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა, ჰიპერტონული დაავადებები. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ასევე ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა 61 წლის ქალი, ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მოთავსდა 01 ოქტომბერს დიაგნოზით, COVID -19, პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა. თანმხმლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა, 4-ხარისხის სიმსუქნე, ჰიპერტონული დაავადებები. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალაგარდაიცვალა 8 ოქტომბერს“- განაცხადა ნონა ეფაძემ.
Covid სასტუმროებში 878 პირია მოთავსებული, მათ შორისაა 95 არასრულწლოვანი. აჭარაში ბინაზე 800-ზე მეტი პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.
შეგახსენებთ, რომ სტაციონარულ მკურნალობას შერეული პრინციპით დაემატა ორი სამედიცინო დაწესებულება, ბათუმის სამედიცინო ცენტრი და მედცენტრი. ბათუმის სამედიცინო ცენტრში გამოყოფილია 85 საწოლი, მედცენტრში 23 საწოლი. ჯამში აჭარაში კოვიდ დადებითი პაციენტების მკურნალობის პროცესში 9 სამედიცინო დაწესებუელბაა ჩართული.