სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტი მოეწყო

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში კოვიდ 19 ის გავრცელების და პრევენციის მიზნით, პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტი მოეწყო, სადაც მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სპეციალური საველე კარავი მოაწყვეს.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სოფელ ერისიმედში შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე ​თერმოსკრინინგი უტარდებათ, საჭიროების შემთხვევაში კი მათ ტესტირება ადგილზევე ჩაუტარდებათ.
სამართალდამცველები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად ინტენსიურ რეჟიმში ახდენენ პატრულირებას. პოლიცია პრევენციულ ღონისძიებებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად ატარებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას დაწესებული შეზღუდვებისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას აწვდიან და საჭიროების შემთხვევაში, მათ მაქსიმალურად ეხმარებიან.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები