4 ახალი ინფიცირებული და 2 გამოჯანმრთელებული – ეპიდვითარება ქუთაისში

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტი დაემატა, ორი კი გამოჯანმრთელდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ ეტაპზე, კლინიკაში 69 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს.
“24 საათის განმავლობაში მივიღეთ ოთხი და გავწერეთ ორი პაციენტი. კლინიკაში მკურნალობას 69 პაციენტი გადის,მათ შორის 13 ბავშვია. მათგან მძიმეა ცხრა, კრიტიკულად მძიმე სამი პაციენტი”,-განაცხადა მაღლაფერიძემ.
ქუთაისის ინფექციური კლინიკა, ჯამში 128 გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები