მალხაზ ჯალაღონიას თქმით, საპარლამენტო არჩევნებში გიული ალასანიას კანდიდატურა ზუგდიდელებმა დაიწუნეს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მალხაზ ჯალაღონია არ მალავს, რომ ქვეყნიდან გაქცეული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის კანდიდატურა ზუგდიდელებმა დაიწუნეს. მისი თქმით, ზუგდიდში შიდაპარტიული კვლევა ჩატარდა, რის შედეგადაც ხმათა უმრავლესობით ოპოზიციური პარტიის მაჟორიტარულ სიაში არა გიული ალასანია, არამედ თავად მოხვდა.
“ზუგდიდი ირჩევს ზუგდიდელს“ – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მალხაზ ჯალაღონიას მთავარი სლოგანია, თუმცა მომგებიანია თუ არა მისთვის მხოლოდ ზუგდიდელობის იმედად ყოფნა, არჩევნების შედეგები გვიჩვენებს, რადგან გიგი უგულავას გარდა, არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარობის თითქმის ყველა კანდიდატი სწორედ ზუგდიდიდანაა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები