“პრეპარატი რემდესივირი, რომელიც კორონავირუსთან ბრძლისთვის გამოიყენება, ქვეყანში ერთ კვირაში შემოვა”
მსოფლიოში კორონავირუსის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი რემდესივირი საქართველოში ერთ კვირაში შემოვა. მედიკამენტი მძიმე პაციენტებისთვის იქნება განკუთვნილი. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
“რემდესივირი არის მედიკამენტი, რომელიც სოლიდარობის პროგრამის ფარგლებში გადმოგვეცემა. თავად მედიკამენტის შემოტანა არ არის რთული პროცედურა. იგი მხოლოდ მძიმე პაციენტებისთვის იქნება განკუთვნილი, გარდა ამისა სხვა მედიკამენტების შემოტანაზეცაა საუბარი. მათი მიღება ჩვენებების მიხედვით იქნება მიმართული. ვისაც რეალურად დასჭირდება მისი გამოყენება. მსუბუქ პაციენტებს რაც შეეხება, იქნება სიმპტომური მკურნალობა. იმის მიხედვით თუ რა ჩივილები აწუხებთ. საშუალო სიმძიმის პაციენტებთან გაგრძელდება კომპიუტერული ტომოგრაფია, ექიმის გადაწყვეტილებით კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელიც აჩვენებს პაციენტის ფილტვის მდგომარეობას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.