თამარ გაბუნიას თქმით, კორონავირუსის მზარდი მაჩვენებლის გამო, აჭარაში მედიკოსთა დამატებითი ჯგუფი იმუშავებს

აჭარაში დამატებით მოხდება ექიმების მობილიზება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტის მოადგილემ ბათუმში ვიზიტისას განაცხადა.
მისი თქმით, განსაკუთრებული აქცენტი მძიმე და კრიტიკული სიტუაციების მართვაზე იქნება მიმართული.
“დავბრუნდი აჭარაში და რამდენიმე დღის განმავლობაში აქ დავრჩები. ის, რომ აჭარაში სიკვდილის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, უკავშირდება იმას, რომ ინფიცირების მაჩვენებელიც იყო ასევე მაღალი. მაინც ვფიქრობ, რომ ეს პროცესი იქნება მართული. შედარებადია ყველაფერი და ზოგადად, ქვეყანაში ლეტალობის მაჩვენებელი, ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპის რეგიონში, ის მძიმე შემთხვევები, რომელიც დღესდღეობით არსებობს, დასრულდება წარმატებით “, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, აჭრაში კორონავირუსით ჯამში 33 პაციენტი გარდაიცვალა. დღეის მონაცემებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 44 პაციენტია მართვით სუნთქვაზე, მათ შორის სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები