ქუთაისში სავაჭრო ცენტრი “გრანდმოლი” რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო 10 000 ლარით დააჯარიმეს

ქუთაისში სავაჭრო ცენტრი “გრანდმოლი” თერმოსკრინინგ-დეტექტორის არ ქონის გამო 10 ათასი ლარით დააჯარიმეს. ამასთან დაკავშირებით მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, მომხმარებლებს სიცხეს უზომავენ, თუმცა ძვირადღირებული დეტექტორების შეძენის საშუალება არ აქვთ. ცენტრის თანამშრომლების განცხადებით, საპროტესტო აქციებს პერმანენტულად გამართავენ.
აღსანიშნავია, რომ სავაჭრო ცენტრის წილის მეპატრონე ნატო დანელიაა, რომელიც “სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდის წევრია. მისი თქმით, 2 000-ლარიანი თერმოსკრინინგის ყიდვის საშუალება ადმინსტრაციას არ აქვს და არც ჯარიმის გადახდას აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ “გრანდმოლის” რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ცენტრი დროებით დახურული იყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები