“35 მილიონი ლარის ღორებულების პროექტი განხორციელდება 15 დასახლებულ პუნქტში, რომელიც გადაჭრის სასმელი წყლის პრობლემას”
35 მილიონი ლარის ღორებულების პროექტი განხორციელდება 15 დასახლებულ პუნქტში, რომელიც გადაჭრის სასმელი წყლის პრობლემას – ამის შესახებ “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში შეკრებილ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
გოგი მეშველიანი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, 6 სოფლის მოსახლეობას შეხვდა. ისაუბრეს მომავალში გასახორციელებელ პროექტებზწ და მოისმინეს მოსახლეობის თხოვნები.
როგორც თეთრიწყაროს, წალკის, ბოლნისის და დმანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საზოგადოება ძალიან პოზიტიურად და დადებითად ხვდებათ, აფასებენ იმ ყველაფერს რაც პარტია “ქართული ოცნების” გუნდმა გააკეთა და აღნიშნული პოლიტიკური ძალა ეიმედებათ.
“დღეს შეხვედრები გვქონდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 6 სოფელში. ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტებია ამ სოფელში განხორციელებული, თუმცა ბევრ მათგანში კვლავ აქტუალურად დგას სასმელი წყლის პრობლემა და ძირითადად ჩვენი მოქალაქებიი გვთხოვენ ამ საკითხის უახლოეს პერიოდში გადაწყვეტას. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მიმდინარეობს საკმაოდ დიდი პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები. 35 მილიონი ლარის ღორებულების პროექტი განხორციელდება 15დასახლებულ პუნქტში, რომელიც პრაქტიკულად ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტს სასმელი წყლის პრობლემას. ამ ზონაში ჩვენსხელთ არსებული ინფორმაციით ამ პროექტის განხორციელება მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება და წელიწადნახევრის განმავლობაში აღმოფხვრილი იქნება სასმელი წყლის მიწოდების საკითხი. ასევე რამდენი სოფელს აქვს გზის პრობლემა, ასწვე აქტუალურია გაზიფიცირების საკითხი, თუმცა ყველა ამ მიმართულებით პროგრამები არსებბობს და უახლოეს პერიოდში მოხდება ამ პრობლემების მოგვარებაც”, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.