ხობში „დანერგე მომავალი“ ფარგლებში 12 ჰექტარზე ლურჯი მოცვის პლანტაცია გაშენდა

ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში შპს „თანაზიარმა“ 12 ჰექტარზე ლურჯი მოცვის პლანტაცია გააშენა.
კენკროვანი კულტურის ბაღი ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ დაათვალიერა. სამუშაოზე 7 ადგილობრივია დასაქმებული.
2019 წელს პროგრამა „დანერგე მომავალს“ „კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტი“ დაემატა, რომლითაც მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 22 პირმა 100 % დაფინანსება მიიღო და 92 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე კენკროვანი კულტურა გააშენა.
„კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტი“ ითვალისწინებს კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენებისათვის საჭირო ნერგების, წვეთოვანი სარწყავი სისტემის და სხვა საჭირო მასალების შეძენისა და მოწყობის ღირებულების 100% დაფინანსებას 0.15 ჰა-დან 0.5 ჰა-ს ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე.
პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მხარდაჭერით ხობის მუნიციპალიტეტში ხეხილის ბაღები უკვე 143 ჰა-ზე გაშენდა.
აღსანიშნავია, რომ ამოქმედდა საქართველოს მთავრობის ახალი პროექტი – „სახელმწიფო – შენი პარტნიორი“, რომლის ფარგლებშიც, ყველას, ვინც არის ან/და ვისაც სურვილი აქვს გახდეს მეწარმე ან ფერმერი, სახელმწიფო პროგრამებზე წვდომა შეუძლია მიიღოს უკვე ერთ სივრცეში, ერთი ფანჯრის პრინციპით. მომსახურების მიღება შესაძლებელია საზოგადოებრივ ცენტრებსა და იუსტიციის სახლებში, ასევე მოქმედებს გაერთიანებული ელექტრონული პორტალი – https://programs.gov.ge/ .

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები