შსს-ს მომსახურების სააგენტოს გორის სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გორის სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თანამშრომლის ტესტის პასუხი დღეს, 8 ოქტომბერს გახდა ცნობილი. სააგენტოს სხვა თანამშრომლები, რომლებთანაც ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი, თვითიზოლაციაში გადაიყვანეს.

“ეპიდემიოლოგები წყაროს იდენტიფიცირებასა და კონტაქტების კვლევა აწარმოებენ.
აღნიშნულიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ 9, 10 და 11 ოქტომბერს გორის სამსახური, დაგეგმილი სადეზინფექციო სამუშაოებიდან გამომდინარე, სამი დღით მოქალაქეებს ვერ მოემსახურება”, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები