გორში კორონავირუსის 6 შემთხვევა დადასტურდა

შიდა ქართლში კორონავირუსის 6 ახალი  შემთხვევა დადასტურდა. ყველა მათგანი გორის მუნიციპალიტეტს უკავშირდება, ამის შესახებ,  შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა განაცხადა.

მისივე თქმით,  მოკვლეულია კონტაქტები და ყველა პირი გადასულია თვითიზოლაციაში.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში, დადასტურდა კორონავირუსის 6 დადებითი შემთხვევა. ორი შემთხვევა არის „ჯი პი სი“ აფთიაქის კლასტერი, 4 შემთხვევაში კი, ინფიცირების წყარო დაუდგენელია. მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა. მოძიებულია კონტაქტები, რომლებიც გადაყვანილები არიან თვითიზოლაციაში.ამ ეტაპისთვის, რეგიონში გვყავს 71 ინფიცირებული პირი. 17 გადის მკურნალობას სახლში, დანარჩენები კი – ჰოსპიტალში. თითოეულის მდგომარეობა არის სტაბილური. რაც შეეხება იმას, არიან თუ არა ინფიცირებულებს შორის არასრულწლოვნები, ამ ეტაპზე, კორონავირუსი დაუდასტურდა ერთ არასრულწლოვანს. კლასი, სადაც ეს ბავშვი სწავლობდა, გადასულია ონლაინსწავლებაზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ რეგიონის მოსახლეობას, მაქსიმალურად დაიცვას არსებული რეკომენდაციები და ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები“, – განაცხადა სიმონ გულედანმა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები