სოფელი ერისიმედი უსაფრთხოების მიზნით შესაძლოა საკარანტინე ზონად გამოცხადდეს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ერისიმედი, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, შესაძლოა, საკარანტინე ზონად გამოცხადდეს. გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ლაბორატორიაში სოფლის მოსახლეობის ტესტირების პასუხებს მიიღებენ.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცს, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, კონტაქტი თითქმის ყველა ადგილობრივთან ჰქონდა.

“კოვიდ 19” დაუდასტურდა ასევე, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში სამარშრუტო ტაქსის მძღოლს, რომელიც სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

ბოლო მონაცემებით, კახეთის რეგიონის მასშტაბით, კორონავირუსის 74-ე შემთხვევაა დაფიქსირებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები