ქუთაისის მეცხრე საჯარო სკოლაში მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისის მეცხრე საჯარო სკოლაში კორონავირუსი დაფიქსირდა. ფაქტს სკოლის დირექტორი სოფიო ქუთათელაძე ადასტურებს.
მისი ინფორმაციით, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეს ვირუსი დაუდასტურდა. ანალიზების პასუხი ცნობილი დღეს დილით გახდა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა
დირექტორი თქმით, მოსწავლე სკოლაში მხოლოდ გუშინ არ იმყოფებოდა. კლასელებსა და მასწავლებლებს “კოვიდ 19”-ზე ტესტირება უტარდებათ.
სკოლამ სასწავლო პროცესი 12 დღით შეწყვიტა და სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები