ნელი ხიზანიშვილი: კახეთში ეპიდვითარება კონტროლს ექვემდებარება
კახეთში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სტაბილურია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა. ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, დღემდე კახეთის მასშტაბით, ჯამში “კოვიდ 19”-ის 73 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
“მუნიციპალიტეტების მიხედვით ჯამში, დღემდე კორონავირუსის 73 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. აქედან, ახმეტააი -19, გურჯაანი -9, დედოფლისწყაროი -2, ყვარელი-12, სიღნაღი-6, ლაგოდეხი -20, თელავი – 5 და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ინფიცირებულთაგან 21 მკურნალობს კოვიდ-კლინიკაში, 1 საკარანტინე სივრცეშია, 8 პირი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ბინაზე მკურნალობს, 43 პირი კი გამოჯანმრთელდა.
3 საკარნტინე სივრცეში ამჟამად იზოლირებულია 55 მოქალაქე, ხოლო სახლებში თვითიზოლაციაში იმყოფება 222 მოქალაქე”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
გასული კვირის განმავლობაში PCR ტესტირებისათვის რეგიონიდან 1810 ნიმუში გაიგზავნა. სულ კახეთში, ჯამში, 27399 ნიმუშია ტესტირებული, რომელთაგან 8637 მედპერსონალია.