ზესტაფონში უძველესი ქართული საბრძოლო იარაღები აღმოაჩინეს
ზესტაფონის ერთ-ერთ უძველეს დასახლებაში, კირკის უბანში, ძველი ქართული საბრძოლო იარაღებია აღმოჩენილი. ინფორმაცია „რეგიონულ კვირას“ მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
საბრძოლო აღჭურვილობა, ეზოში მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც მეპატრონემ კუთვნილ ტერიტორიაზე სახლის ასაშენებლად მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.
საბრძოლო იარაღების წარმომავლობას ახლა უკვე არქეოლოგები სწავლობენ. პირველადი ვერსიით, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ეს შესაძლოა იყოს ერთჯერადად დაფლული იარაღის საცავი, სწრაფად დაგეგმილი შესაძლო ომიანობის სამზადისის გამო.
საქართველოში იარაღის წარმოება ბრინჯაოს ხანიდან იღებს სათავეს. პირველი უძველესი ნიმუში, რომელიც დღემდეა შემორჩენილი, ეს არის ბრინჯაოსგან ჩამოსხმული პატარა ზომის კოლხური ცული, რომელსაც ანალოგი არ ჰყავს მსოფლიოში.