ხანწკის უბანში გზის მოასფალტება დაიწყო

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, სოფელ ნაფიჩხოვოდან ჭოღის მიმართულებით, ხანწკის უბანში დაიწყო ოთხკილომეტრიანი საავტომოლო გზის რეაბილიტაცია.
სამუშაოები რეგ.ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს. პროექტის ბიუჯეტი 860 000 ლარს შეადგენს.
პროექტი გარდამავალია და 2021 წელს დასრულდება.
სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქია მოადგილეებთან ერთად გაეცნენ.
„გზების სარეაბილიტაციო და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები მუნიციპალიტეტში პანდემიის პირობებშიც არ გაჩერებულა. ხანწკის უბანში ასფალტირებული გზა არასდროს ყოფილა. პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობა გამართული და უსაფრთხო გზით ისარგებლებს. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და როგორც მთავრი გზატკეცილების, ისე შიდა სასოფლო გზების მშენებლობა მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის რაიონების ერთმანეთთან ადვილად დაკავშირებადობას და ხელს შეუწყობს რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას“, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ.
სამუშაოებში 12 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები