მარნეულის “ჯეოჰოსპიტალში” კორონავირუსი მედდას დაუდასტურდა

მარნეულის “ჯეოჰოსპიტალის” ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ ”რეგიონულ კვირას” კლინიკის დირექტორმა, თათა შენგელაიამ განუცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის ყველა კონტაქტი მოძიებულია.

“ინფიცირებული 60 წლამდე ქალბატონია. მისი ყველა კონტაქტი ამ დროისთვის მოძიებულია და მათი ტესტის პასუხები კორონავირუსზე უარყოფითია.
ამჟამად თვითიზოლაციაში ინფიცირებული ქალბატონის 2 თანამშრომელი იმყოფება”, – გვითხრა ტატა შენგელაიამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები