სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 8-ით გაიზარდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.
ახალი შემთხვევიდან ერთი ახალციხეში, სამი ახალქალაქში, ოთხი კი ნინოწმინდაში გამოვლინდა.
ცნობისთვის, 8 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 10225 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 5553-გამოჯანმრთელებული, 66 კი გარდაცვლილია.