კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევიდან 68 იმერეთში დაფიქსირდა

ქვეყანაში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 472 შემთხვევიდან 68 იმერეთში დაფიქსირდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.

„472 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 318 პაციენტი. შემცირდა აჭარაში ახალი შემთხვევების რაოდენობა, ამჟამად 49 პროცდენტია მხოლოდ, რაც შეესაბამება 230 პაციენტს, თუმცასაყურადღებოა, რომ თბილისში იმატებს შემთხვევები, 28 პროცენტია უკვე ინფიცირებულების – 134 შემთხვევა, იმერეთში – 68 ახალი შემთხვევა, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში 8-8 შემთხვევა, შიდა ქართლში – ექვსი, კახეთსა და მცხეთა მთიანეთში -5 -5“, – განაცხადა ენდელაძემ.

მარინა ენდელაძის ინფორმაციით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული

4672 პაციენტიდან 60-ს მდგომარეობა კრიტიკულია, აქედან 59 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მარინა ენდელაძის განმარტებით, ცხრა პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდანაა გადმოყვანილი.

რაც შეეხება გარდაცვლილებს, ენდელაძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი აჭარაში გარდაიცვალა და ამ ეტაპზე პაციენტების შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ აქვს.

„გარდაცვლილია სულ 66 პაციენტი, გუშინ გარდაიცვალა სამი. ვიცი, რომ სამივე არის აჭარიდან, თუმცა ინფორმაცია ცოტა გვიან მოვიდა და პაციენტების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა ენდელაძემ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო ჯამში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 10 225 მიაღწია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები