გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 230 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა ამდენივე პაციენტი, გარდაიცვალა სამი, – ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ნონა ეფაძის თქმით, ინფოცირებულებს შორისაა უკვე გამოვლენილი შემთხვევების კონტაქტში მყოფი პირები.
“დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 230 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა ამდენივე პაციენტი და ისინი უკვე ბინაზე გაეწერნენ. Covid სასტუმროებში 903 პირია ექიმების მეთვალყირეობის ქვეშ. მათ შორისაა 93 არასრულწლოვანი. ბინაზე 800-ზე მეტი პირი იმყოფება. მინდა გითხრათ რომ ახალი შემთხვევები უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია, რაც იმას ნიშნავს რომ ახალი კერები არ გაჩენილა“, – განაცხადა ნონა ეფაძემ.
კორონავირუსით გარდაცვლილი სამივე პაცნიეტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის თქმით, მათ თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ.
,,გარდაიცვალა 3 პაციენტი. 62 წლის ქალი, რომლის დიაგნოზიც იყო COVID -19, პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, თავის ტვინის ინფაქტი, კომა, თირკმლის უკმარისობა. ასევე აღენიშნებოდა გადატანილი დაავადებებიც: მიოკარდიუმის ინფარქტი, აორტოკონორალური შუნტირება, გულის უკმარისობა. პაციენტის მდგომარეობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაიცვალა ასევე 52 წლის კაცი, რომლის დიაგნოზიც COVID -19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. თანმხლები დაავდებები: თირკმლის ავთვისებიანი სუმსივნე იყო.. ექიმების მცდელობის მიუხედავად გარდაიცვალა 84 წლის ქალიც. მისი დიაგნოზი- COVID -19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. თანმხლები დაავდებები: გულის იშემიური დაავდება, არტერიული ჰიპერტენზია. პაციენტის მდგომარეობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად”- განაცხადა გია კიკაბიძემ.
აჭარში კორონავირუსზე მკურნალობას 472 პაციენტი გადის. მათ შორისაა14 არასრულწლივანი და 20 ოსრული. რეანიმაციაში მოთავსებულია – 42 პაციენტი.