რესან კონცელიძე: არაფერია ჩემთვის იმაზე ღირებული და ძვირაფასი, ვიდრე ჩემი ბათუმი და ბათუმელები

„ქართული ოცნების” ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ინასარიძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” კანდიდატის პრესსამსახურიდან აცნობეს.

„არაფერია ჩემთვის იმაზე ღირებული და ძვირაფასი, ვიდრე ჩემი ბათუმი და ბათუმელები და დღეს, როდესაც მსოფლიო პანდემია თითოეული ოჯახის კეთილდღეობას შეეხო, განსაკუთრებით საყურადღებოა თითეული მოაქალაქის სოციალური მდგომარეობის გათვალისწინება და უკეთესი ხვალინდელი დღისათვის მაქსიმალურად სწორი და შედეგიანი ნაბიჯების შემუშავება. ყველას გვესმის, რომ კეთილდღეობა ერთ დღეში არ მიიღწევა. სასურველ შედეგამდე მისვლას უწყვეტი მუშაობა და მაქსიმალური ძალისხმევა სჭირდება. ეს კი მხოლოდ ერთად, საერთო მუშაობითა და ერთმანეთის გვერდით დგომით არის შესაძლებელი”, – განაცხადა მოსახლეობასთან შეხვდრის დროს რესან კონცელიძემ.
მაჟორიტარობის კანდიდატმა, ქვეყანაში არსებულ პანდემიურ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება, მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა.

შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები