ახალციხეში ტექნიკის მაღაზია გატეხეს
ახალციხეში ტექნიკის მაღაზია “ელიt ელექტრონიქსი” გატეხეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ქურდმა, სავარაუდოდ, ვერაფრის წაღება მოასწრო.
“სავარაუდოდ, ვერაფრის წაღება მოასწრო. სათვალთვალო კამერებმა ყველაფერი დააფიქსირა. ტელეფონების წაღებას ცდილობდა. დაცვის პოლიცია ძალიან მალე მოვიდა და სავარაუდოდ წაღებული არაფერია”,- თქვა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
შემთხვევა გამთენიისას, 01:00 საათზე მოხდა.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ–ის 177–ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.