ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ყვარელში სოფელ ალმატის წმინდა თევდორეს სახელობის ეკლესიას რესტავრაცია ჩაუტარდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვითა და ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატის წმინდა თევდორეს სახელობის ეკლესიას რესტავრაცია ჩაუტარდა.
შესრულებულია შემდეგი სახის სამუშაოები:
სუსტი და გამოქარული ნაწილების გადაწყობა კირ-დუღაბზე;
დაკარგული ნაწილების აღდგენა აგურითა და რიყის ქვით კირ-დუღაბზე;
პილასტრების აღდგენა სტანდარტული აგურით;
კარ-სარკმლის წირთხლების აღდგენა სტანდარტული აგურით კირ-დუღაბზე;
პროექტით ნაჩვენები სარკმლის ქორდისბური მოხაზულობის თავსართების მოწყობა;
ინტერიერში კედლების მოჩარჩოების აღდგენა სტანდარტული აგურით კირ-დუღაბზე;
რკინა-ბეტონის სარტყლების მოწყობა არსებულ კედლებთან ჩაანკერებით, რკინა-ბატონის კამარის მოწყობა;

სტანდარტული აგურით სამრიგიანი კარნიზების მოწყობა;
ლორფინის ფორმის ბურულის მოწყობა მონტერეის ფერადი თუნუქით;
იატაკად დაიგო ქართული აგური;
საკურთხეველში ტრაპეზის ფეხის დადგმა ქართული აგურით;
ტაძრის გარშემო სარინელად დაიგო ბრტყელი ქვა.

ტაძრის აგების თარიღი XIX-XX საუკუნეთა მიჯნას უნდა ეკუთვნოდეს, რადგან ნაგებია სტანდარტულ აგურის (25ხ12.5ხ5.5 სმ) ორრიგიან თარაზულ წყობებს შორის რიყის შერეული ქვით კირ-დუღაბზე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები