“ყველას ყველაფერი უნდა წავართვათ“ – “ნაცმოძრაობის” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის პოზიცია
,,ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მალხაზ ჯალაღონია “რეგიონული კვირის” მიერ დასმულმა კითხვამ, დაინტერესდებოდა თუ არა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ქალაქის ცენტრში ერთ ლარად, ყოველგვარი ვალდებულების გარეშე, კახა ბენდუქიძისთვის გადაცემული ქონების ბედით, გააღიზიანა. საქმე ეხება ქალაქ ზუგდიდის ცენტრში, ლაზის ქუჩაზე მრავალმილიონიანი აქტივის, 22 ჰექტარი მიწის კახა ბენდუქიძისთვის სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად, ყოველგვარი ვალდებულების გარეშე გადაცემას. წლებია ეს ტერიტორია მოუვლელია, მეპატრონე კი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ტერიტორიის მოწესრიგების უფლებას არ აძლევს, რაც პირველ რიგში, მოსახლეობას უქმნის პრობლემებს.
მიწის გასხვისების პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ალიკა ქობალიას მოადგილე მალხაზ ჯალაღონიას მეუღლე, დარეჯან გაბედავა იყო, თუმცა ჯალაღონიამ ტრადიციულად, არაფერი არ იცის. საბოლოოდ კი, გაბრაზებულმა კანდიდატმა პასუხი მედიას მკაცრი ტონით გასცა: ,,ყველას ყველაფერი უნდა წავართვათ“.