ვანო მერაბიშვილს ზუგდიდში მოქალაქეები დაუპირისპირდნენ

ხმაურით და აქციით დახვდნენ ვანო მერაბიშვილს ზუგდიდში. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან ერთად რესტორან “მენძელში” იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივები დაუპირისპირდნენ. აქციის მონაწილეები, ყოფილ მაღალჩინოსანს მისი მინისტრობის პერიოდში ჩადენილ “სისხლიან” საქმეებს ახსენებენ და აცხადებენ რომ ე.წ. კასრების საქმის ავტორს სამეგრელოში ჩამოსვლის მორალური უფლება არ აქვს. რესტორანში ურთიერთდაპირისპირება რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა, სიტუაცია მას შემდეგ განიმუხტა, რაც ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გამოჩნდნენ. ინციდენტის დასრულების შემდეგ ვანო მერაბიშვილმა რესტორანი კომენტარის გარეშე დატოვა.
“ნაცმოძრაობის” ყოფილი მაღალჩინოსანი ზუგდიდში დილიდან გამოჩნდა და დღის განმავლობაში პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა. თუმცა ეს შეხვედრები მედიისთვის დახურული იყო და კონკრეტულად რა მიზნით, იმყოფება მერაბიშვილი სამეგრელოში ამ ეტაპზე, უცნობია.
სამაგიეროდ, ცნობილია, რომ ვანო მერაბიშვილი ენმ-ს წევრებთან ზაზა გოროზიასთან და ანი წითლიძესთან ერთად ასევე იმყოფებოდა “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მალხაზ ჯალაღონიას სახლში, სადაც სავარაუდოდ, ასევე კონსპირაციული შეხვედრა პარტიის ადგილობრივი შტაბის წარმომადგენლებთან გამართა. მან ჯალაღონიას სახლიც უკომენტაროდ დატოვა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები