ზაზა ლომინაძე: ჩვენი ხელისუფლების მიზანი ქვეყნის ერთიანობა და მშვიდობაა
,,ემოციური და რთულია ის დღე, როცა დევნილ მოსახლეობას ვხვდები – ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში გახდნენ დევნილები. რთულია, მათთან ისაუბრო ხელისუფლების წარმატებულ პროექტებზე, დაგეგმილ პროგრამებზე და დაჰპირდე პრობლემების მოგვარებას, მაშინ, როცა მათი ყველაზე დიდი ნატვრა – სახლში დაბრუნება – ჯერ ისევ სურვილად რჩება,”-ამის შესახებ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ ხარებავას ქუჩაზე დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით ხელისუფლება მიუხედავად მძმე საოკუპაციო ფონისა აკეთებს ყველაფერს მშვიდობის და სტაბილურობის შესანარჩუნებლად.
,,საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, ჩვენი ხელისუფლება კი აკეთებს მაქსიმუმს, მძიმე საოკუპაციო ფონზე შეინარჩუნოს მშვიდობა, გადადგას სწორი, მიზანმიმართული ნაბიჯები საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ჩართოს საერთაშორისო თანამეგობრობა ამ უმნიშვნელოვანეს თემაში, რომლის საბოლოო მიზანი ჩვენი ქვეყნის ერთიანობა და მშვიდობაა,”-განაცხადა ზაზა ლომინაძემ.