შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს მიმდებარე ტერიტორიებზე უპილოტო საფრენი ორი აპარატის ჩამოვარდნის შესახებ სპეციალური განცხადება გაავრცელა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროში კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს მიმდებარე ტერიტორიებზე უპილოტო საფრენი ორი აპარატის ჩამოვარდნის შესახებ შეტყობინება მიმდინარე წელს 7 ოქტომბერს, დაახლოებით 18:35 და 18:45 წუთებზე შემოვიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევის ორივე ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული, ექსპერტ-კრიმინალისტები ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს”,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.