რუსთავში “თუთარჩელას” სამ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა
რუსთავის ანსამბლ “თუთარჩელას” სამ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ანსამბლის ხელმძღვანელმა თამარ ბუაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის, “თუთარჩელას” ყველა წევრი იზოლაციაშია, ხოლო მეორე სამუსიკო სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.
“ანსამბლის წევრს, რომელსაც კორონავირუსი 5 ოქტომბერს დაუდასტურდა, გუნდთან შეხება შაბათს ჰქონდა, დადასტურებული ორი პირი მისი კონტაქტები არიან”, – განაცხადა თამარ ბუაძემ.