37 წლის მამაკაცს ეპილეფსია და მისი თანმდევი გართულებები აღენიშნებოდა – მარტყოფის პანსიონატში ბენეფიციარის გარდაცვალებაზე მოკვლევა დაიწყო
გავრცელებულ ინფორმაციას მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატში ბენეფიციარის ფიზიკური დაპირისპირების შედეგად გარდაიცვალების შესახებ პანსიონატის ადმინისტრაციაში არ ადასტურებენ. დაწესებულების დირექტორის, ვახტანგ ტეფნაძის განცხადებით, 37 წლის მამაკაცს ეპილეფსია და მისი თანმდევი გართულებები აღენიშნებოდა. რაც შეეხება სავარაუდო დაპირისპირებას ბენეფიციარებს შორის, როგორც ტეფნაძემ “რეგიონულ კვირას” განუცხადა, ამის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას არ ფლობს და გარდაცვალების მიზეზად ვერ ასახელებს, ვიდრე შესაბამისი ექსპერტიზის პასუხი არ გახდება ცნობილი.
“შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატია, სადაც ცხოვრობს 69 შეზღუდული ადამიანი ცხოვრობს. გარდაცვლილს ჰქონდა გულყრა ჰქონდა, ცუდად გახდა. დაავადებული იყო ეპილეფსიური გულყრებით და ხშირად ეს კრუნჩხვითი მოვლენები. შეიძლება კამათი ვინმესთან მოსვლია, მაგრამ, სანამ ექსპერტიზის პასუხი არ იქნება და შინაგან საქმეთა სამინისტროდან შესაბამისი დასკვნა ვერაფერს ვერ დავასახელებ გარდაცვალების მიზეზად”, – ამბობს ვახტანგ ტეფნაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ორი დღის წინ გარდაიცვალა. ფიზიკური დაპირსიპირების დროს ერთ-ერთმა ბენეფიციარმა 35 წლის ქალმა მამაკაცს კედელზე თავი 2-ჯერ მიარტყმევინა. მედიაში გავრცელდა, ინფორმაცია, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ მამაკაცი კლინიკაში არ გადაიყვანა.
“რეგიონული კვირა” ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში განმარტავენ, რომ ადგილზე პაციენტს გაეწია გადაუდებელი დახმარება და ასევე შეთავაზებული იქნა ჰოსპიტალიზაცია, რაზეც პაციენტმა უარი განაცხადა.
თუმცა პანსიონატში მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე დაწყებულია მოკვლევა.
“სულ აღნიშნულ პაციენტზე იყო დაფიქსირებული ორი გამოძახება. აქედან 5 ოქტომბერს პაციენტს უფიქსირდებოდა მხოლოდ და მხოლოდ ჰიპერტენზია და თავის ტკივილი, ეკიპაჟის მიერ შემოწმდა მისი სასიცოცხლო პარამეტრები და დათვალიერდა გარეგნული მაჩვენებლები. მამაკაცის მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი და მას არ ჰქონდა სიცოცხლისთვის საშიში ნიშნები. ადგილზე პაციენტს გაეწია გადაუდებელი დახმარება და ასევე შეთავაზებული იქნა ჰოსპიტალიზაცია, რაზეც პაციენტმა უარი განაცხადა. 6ოქტომბერს კვლავ იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი, ადგილზე მისვლის დროს მეთვალყურე პირმა აღნიშნა, რომ მას უკვე გაწეული ჰქონდა შესაბამისი მედიკამენტოზური მკურნალობა. ექიმებმა შეამოწმეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მამაკაცი სიცოცხლისთვის დამაკმაყოფილებელი მაჩვენებლებით დარჩა ადგილზე”, – განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.