ხობში, თორსის ბაღის ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის თორსის ადმინისტრაციულ ერთეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მიმდინარე სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვარაზ გაბედავა გაეცნო.
პროექტს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 10 620 ლარია, შპს ,,აფო“ ახორციელებს.
თორსაში ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბავშვო ბაღს და შიდა სასოფლო გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო.
”სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ ხობის მუნიციპალიტეტის 21 ადმინისტრაციულ ერთეულში, 784 ათასი ლარის ღირებულების 51 პროექტი ხორციელდება.