რუსთავში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა

რუსთავში კორინავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” რუსთავის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.

მათი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონტაქტების მოკვლევა.

“ბოლო 24 საათში ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების წყაროს დასადგენად, ეპიდკვლევები მიმდინარეობს. გეტყვით იმასაც, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში რუსთავში კორონავირუსით ინფიცირების 80-მდე შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 45 ადამიანი გამოჯანმთელდა”, – განაცხადეს რუსთავის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები