აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი კორონავირუსით გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი – 1969 წელს დაბადებული ბ.ჯ. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ცხელების ცენტრში გარდაიცვალა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსით გამოწვეული Covid-19 მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს დაუდასტურდა, რის შემდეგაც ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს. მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა: ფილტვების პნევმონია, გულის იშემიური დაავადებები და შაქრიანი დიაბეტი.

გარდაცვლილის ცხედარი Covid-19-ის რეგულაციების სრული დაცვით გადასვენებულია და დაიკრძალება დადგენილი ვადების შესაბამისად.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, ასევე თანამშრომლებს.”,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები