წალკაში კორონავირუსის 65 წლის ქალს დაუდასტურდა

წალკში, კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას წალკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, მანანა მირაშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, პაციენტი სხვა ინფიცირებულის კონტაქტია.
“ ერთი ახალი შემთხვევა გვაქვს დღეს. კორონავირუსი 65 წლის ქალს დაუდასტურდა, მანამდე ინფიცირებულის კონტაქტია. სულ 50 ტესტი გვქონდა გადაგზავნილი ლუგარში, ყველა უარყოფითია გარდა ერთისა, მხოლიდ ერთი გვაქვს საეჭვო და გადამოწმდება”, – განაცხადა მანანა მირაშვილმა.
ცნობისთვის, წალკაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2 სექტემბერს დადასტურდა.
ჯამში, ვირუსული ინფექცია 9 პირს დაუდასტურდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები