მოიხსნება თუ არა დაბა ლაითურში შეზღუდვები – გურიაში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა
გურიაში დღეის მონაცემებით, კოვიდინფიცირების 12 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. აქედან, 7 ოზურგეთში, 4 ლანჩხუთსა და ერთი შემთხვევა ჩოხატაურში დაფიქსირდა.
“ეს არის ბოლო 24 საათის მონაცემები, მათ შორის, შედის წუხელ ღამის პასუხები. დღეს მიტანილი ბიოლოგიური მასალების პასუხებს ველოდებით და საღამოს იქნება. რაც შეეხება დაბა ლაითურში მდგომარეობას, ჯერჯერობით უცნობია, როდის მოიხსნება შეზღუდვები, სავარაუდოდ დღეს გადაწყდება”, – განაცხადა “რეგიონულ კვირასთან” საუბარში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა არჩილ მჟავიამ.
გურიაში სულ კორონავირუსის 211 შემთხვევა ფიქსირდება. აქედან, 155 ოზურგეთში, 44 ლანჩხუთსა და 12 ჩოხატაურში. მათ შორის გამოჯანმრთელებული 130 ადამიანია.