შუახევში, დაბის განვითარების პროექტის ფარგლებში მსხვილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს

შუახევში, დაბის განვითარების პროექტის ფარგლებში მსხვილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების მეორე ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” შუახევის მერიიდან აცნობეს.
მათი ცნობით, კეთილმოეწყობა თამარ მეფის, ხიმშიაშვილის, რუსთაველის, ჭავჭავაძის ქუჩები და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია.
ამ ეტაპზე, რუსთაველის ქუჩაზე ავტოპარკინგის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტით მოეწყობა ასევე საყრდენი კედლები, სანიაღვრე არხები, ფეხით სავალი ბილიკი ქვაფენილით. რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ კიბეებს, შეიღებება შენობების გარე ფასადები. საყრდენ კედლებზე დამონტაჟდება გარე განათება და მოპირკეთდება დეკორატიული ქვაფენილით. პროექტით გათვალისწინებულია დასასვენებელი პარკის, ფანჩატურის და მრავალსართულიანი ეზოების კეთილმოწყობა. ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონაჟდება საათი და განთავსდება სარეკლამო ბანერები. მოეწყობა ავტოპარკინგი, მწვანე გაზონები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები