მარტვილში გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.  ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

”ამ  ეტაპზე, მიმდინარეობს სერგიეთის და ბობოთის გაზიფიცირება, საერთო ჯამში აშენდება 26 403 გრძივი მეტრის გაზსადენი და  გაზიფიცირდება კიდევ 434 აბონენტი.

მარტვილის მუნიციპალიტეტში დღეის მდგომარეობით, გაზიფიცირებულია ხუნწის, ნაგვაზაოს,  ვედიდკარის,  ინჩხურის ადმინისტრაციული ერთეულები და დიდი ჭყონის ცენტრალური ნაწილი. ასევე, გაზიფიცირებულია ქალაქი მარტვილი, ნახარებაო, საელიაო, ნალეფსაო და ქვაითის უბანი.  ახლახანს დასრულდა ლეხაინდრაოს, ნაჯახაოს, ბანძის, ონოღიის ადმინისტრაციულ ერთეულებში ცენტრალური მაგისტრალის გაყვანა და სულ მალე ქსელში ჩართვის შესაძლებლობა ექნება 2 594 აბონენტს.

მარტვილის მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან დღემდე აშენდა 206 195 გრძივი მეტრი გაზსადენი, 3605 აბონენტს საშუალება მიეცა ისარგებლოს ბუნებრივი აირით.

აღსანიშნავია, რომ სულ მალე გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყება სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში. პროექტის ფარგლებში აშენდება 64 106 მეტრი გაზსადენი და გაზიფიცირდება სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში  მცხოვრები 888 ოჯახი“ – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები