სოფელ კართუბანში ბაღის მშენებლობა და გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფელ კართუბანში ახალი საბავშო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, 50 ბავშვზე გათვლილი სააღმზრდელო დაწესებულება თანამედროვე სტანდარტებს სრულად დააკმაყოფილებს.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 762 280 ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, სოფელ კართუბანში სასაფლაომდე მისასვლელი გზის 1 163 სიგრძის მონაკვეთს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. გზის საფარის მშენებლობისთვის რეგიონალური განვითარების ფონდი 482 900 ლარს დახარჯავს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსებით კართუბნის თემში სოფელ ბოლოკიანსა და სოფელ კართუბანში ახალგაზრდებისათვის დასასვენებელი სკვერი, სოფელ ნაინდროვალში კი საფეხბურთო მოედანი მოეწყო. სოფლის მხარდაჭერის ფარგლებში, ასევე გაკეთდა სოფელ ნაწისქვილარში სანიაღვრე არხი. ამჟამად მიმდინარეობს ვარდისუბანი-კართუბანი-ბაისუბნის დამაკავშირებელი 1 308.45 მეტრი დაზიანებული გზის ასფალტო-ბეტონის საფარით შეკეთება. წელს კართუბნის თემში ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან ჯამში 1343734.01 ლარის ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები