დღეის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა. ბათუმის ,,რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, გარდაცვლილები 65 წლის ქალი და 70 წლის მამაკაცია. მათ თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ.
,,გარდაიცვალა 2 პაციენტი. 65 წლის ქალი, დიაგნოზით COVID -19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა. პაციენტის მდგომარეობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
დღეს ასევე გარდაიცვალა 70 წლის კაცი, დიაგნოზი: COVID -19, თიკმლის მწვავე უკმარისობა, ღვიძლის მწვავე უკმარისობა, დისტრეს სინდრომი. თანმხლები დაავდებები: მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის ქრონიკული უმარისობა, ღვიძლის ციროზი”,-განაცხადა ,,რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, გია კიკაბიძემ