26 ახალი შემთხვევა და 7 გამოჯანმრთელებული – ეპიდვითარება სამეგრელო-ზემო სვანეთში
ბოლო 24 საათის განმავლობაში, რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 694 ნიმუშის გამოკვლიეს. მათგან 26 დადებითია. აქედან 15 შემთხვევა ზუგდიდში დაფიქსირდა, მათ შორის არის 10 ოქროს ბირჟის კლასტერის კონტაქტი, 3 დარაჯის კლასტერის კონტაქტი, 1 ცხელებით რუხის კლინიკაში შესული პაციენტის კონტაქტია. 1 შემთხვევა დაფიქსირდა მაღაზია „საგაში“ მიმდინარეობს კვლევა და კონტაქტის მოძიება.
რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, 3 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, უკავშირდება ბათუმის კლასტერს. 4 შემთხვევა დადასტურდა ხობში და ის უკვე დაფიქსირებული შემთხვევის პირდაპირი კონტაქტები არიან. რაც შეეხება დარჩენილ 4 ინფიცირებულს ისინი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის მცხოვრენი არიან.
მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.
სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 186 მოქალაქეს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 78 კოვიდ პაციენტი, აქედან 2-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში კი 19 კოვიდპაციენტი მკურნალობს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, რეგიონის მასშტაბით, 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა, მათგან 5 ზუგდიდის მკვიდრია, 1 სენაკში მცხოვრები მოქალაქე, ერთი კი აჭარის რეგიონიდანაა, რომელიც ფოთის კლინიკაში მკურნალობდა.
რეგიონის მასშტაბით, საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 133 ადამიანი რჩება.