280 გამოჯანმრთელებული და 259 ახალი შემთხვევა – ეპიდვითარება აჭარაში

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 280 კოვიდ დადებითი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანმდაცვის ცენტრი ავრცელებს.
,,გვაქვს ახალი დადასტურებული შემთხვევები რაც გასულ დღეებში დადასტურებულ შემთხვევებზე ნაკლებია. უნდა აღუნიშნოს ისიც, რომ გვყავს 280 გამოჯანმრთელებული პაციენტი. კოვიდ კლინიკებში 53 თავისუფალი საწოლები გვაქვს. Covid სასტუმროებში- 886 პირი იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, მათ შორისაა 92 არასრულწლოვანი. აჭარაში ბინაზე 1000-ზე მეტი პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან”-, განაცხადა ნონა ეფაძემ
აჭარში კორონავირუსზე მკურნალობას 472 პაციენტი გადის, მათ შორის 15 არასრულწლივანი და 20 ოსრულია. რეანიმაციულ განყოფილებაში 23 პაციენტია მოთავსებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები