ილია ფილფანის ოჯახი სამართალდამცველებს მადლობას უხდის

ზემო სვანეთში, ლენჯერში 2,5 თვის წინ დაკარგული 10 წლის ილია ფილფანის ოჯახი ყველა იმ ადამიანს უხდის მადლობას, ვინც ოჯახის ტკივილი გულთან ახლოს მიიტანა და მოზარდის სამძებრო სამუშაოებშია ჩართული.

ამის შესახებ ილია ფილფანის მამამ “კვირას”-ს პრესკლუბში განაცხადა.

“მინდა მადლობა გადავუხადო, ყველა იმ პირს, ვინც გვეხმარება ამ მძიმე საქმეში. ძალიან ბევრია ასეთი ადამიანი, დაწყებული მინისტრებიდან დამთავრებული უბრალო ადამიანებით. არ მინდა სახელების და გვარების დასახელება. ყველას ძალიან დიდი მადლობა”, – განაცხადა როგალდ ფილფანმა.

ილია ფილფანის დედის თქმით, კი ამ დრომდე არ შეწყვეტილა მისი შვილის ძებნა, გამოცხადებულია ასევე საერთაშორისო ძებნა, “განიხილება ყველა შესაძლო ვერსია, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ზემო სვანეთის რეგიონს, რადგან ბავშვი ბოლოს ზუსტად ამ ტერიტორიაზე ნახეს”.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები