რით დაეხმარა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჯოჭოს მეწყერში გადარჩენილ 12 წლის გოგონას

ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში, მეწყერმა ერთი საცხოვრებელი სახლი მთლიანად გაანადგურა. სახლში იმ დროს სამი ადამიანი იმყოფებოდა. მშობლებისა და 14 წლის ძმის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ 12 წლის თიკო თედორაძე ოჯახის წევრებისა და საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გოგონას სწავლის ხელშეწყობისთვის ლეპტოპი აჩუქა და ოჯახს ფინანსურად დაეხმარა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თიკა თედორაძის ბებია გულნარა თედორაძე წერს.

“აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ბატონი თორნიკესგან ჩვენმა ოჯახმა და ამ უდიდეს ტრაგედიას გადარჩენილმა პატარა გოგონამ სწავლის ხელშეწყობისთვის მიიღო ლეპტოპი, მიიღო ასევე ფინანსური მხარდაჭერა. ყველაფერს აკეთებენ, რომ ბავშვს მაქსიმალურად დაეხმარონ ამ მძიმე პერიოდის დაძლევაში.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მთავრობის მხრიდან იგეგმება მხარდაჭერა და პატარა, დაობლებული გოგონას ბინით უზრუნველყოფა.
ამ ყველაფრისთვის უღრმესინმადლობა”, – წერს გულნარა თედორაძე.

აღსანიშნავია, რომ თორნიკე რიჟვაძემ სტიქიის ზონაში მისვლის დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მთავრობა მარტოდ დარჩენილ არასრულწლოვან გოგონას ყველანაირად დაეხმარება.

„ყველაფერს გავაკეთებთ, მას ექნება აბსოლუტური მხარდაჭერა და გვერდში დგომა სახელმწიფოსგან“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებთან.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები