სვანეთში დაკარგულ ილია ფილფანს ინტერპოლი ყვითელი ცირკულარით ეძებს. დაკარგული მოზარდის შესახებ ინფორმაცია ინტერპოლის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
შეგახსენებთ, რომ ილია ფილფანი 18 ივლისს დილით სახლიდან ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. მისი სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.