ქუთაისში, მედიკოსებს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე შეხვდა. ცერცვაძე კოლეგებს კოვიდის კლინიკური მართვისა და პრევენციის გზებზე ესაუბრა.
მისი თქმით, ქუთაისელ კოლეგებთან შეხვედრის მიზანს გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.
თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, შემთხვევების მკვეთრი მატების მიუხედავად, საქართველო კვლავ რჩება იმ ქვეყნების სიაში, რომელთაც გარდაცვალების დაბალი მაჩვენებელი აქვთ.
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის განცხადებით, უახლოეს კვირებში საქართველოში რემდესივირი შემოვა, რაც სიკვდილიანობის მაჩვენებელს კიდევ უფრო შეამცირებს.
მან ასევე, მის გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციასაც უპასუხა და განაცხადა, რომ თანამდებობაზე რჩება.
რაც შეეხება კითხვას, შეუძლია თუ არა სამედიცინო სფეროს გაზრდილი შემთხვევების მართვა, ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი პასუხობს, რომ კლინიკური სექტორი ინფიცირების დღევანდელი შემთხვევების გაორმაგებას გაუძლებს.