აქცია ახალქალაქში – ეთნიკურად სომხებმა ყარაბაღში მცხოვრებ ადამიანებს სოლიდარობა გამოუცხადეს

ახალქალაქში მშვიდობიანი აქციის შემდეგ, ცენტრში იმ ადამიანების სურათები გამოფინეს, ვინც ჯავახეთში დაიბადა, სომხეთში ცხოვრობდა და ახლა ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირებას შეეწირა.
აქცია მრავალრიცხოვანი იყო და მათ ყარაბაღში მცხოვრებ ადამიანებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

„შევიკრიბეთ იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ ჩვენს ძმებს სომხეთში. თუ სიტუაცია გამწვავდება მზად ვართ წავიდეთ და ვიბრძოლოთ. დღეს მშვიდობიან აქციაზე ყველა მოვიდა ვისაც გული შესტკიოდა სომხეთზე. შევაგროვეთ მედიკამენტები და ფული, რათა დავეხმაროთ სომხეთს“,- განუცხადა „რეგიონულ კვირას“ ზოია ტატარიანმა.

აქციის მონაწილეებმა სტადიონიდან სომხურ ეკლესიაში გადაინაცვლეს, სადაც სასულიერო პირებმა ბრძოლაში დაღუპულთა მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადეს.

შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. სომხეთი და აზერბაიჯანი პროვოცირებაში ისევ ერთმანეთს ადანაშაულებენ, თვითაღიარებული ყარაბაღი კი მომხდარზე პასუხისმგებლობას აზერბაიჯანის პრეზიდენტს – ილჰამ ალიევს აკისრებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები