ლევან რატიანი: ბათუმში ყველა მედ-პერსონალი გადამზადებულია, მათ კარგად იციან როგორ უმკურნალონ კორონავირუსით ინფიცირებულს

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში თბილისიდან ჩასული მედპერსონალი რამდენიმე დღეა ადგილობრივ ექიმებთან ერთად მუშაობს. მათ შორისაა თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი. მისი თქმით, ბათუმის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გადამზადებულები არიან და იციან როგორ უნდა მოიქცნენ კრიტიკულ სიტუაციაში.
“თბილისიდან ჩამოსული ვიყავით რამდენიმე ადამიანი, იმისათვის რომ მძიმე პაციენტების შემთხვევაში ჩვენი გამოცდილება გაგვეზიარებინა ადგილობრივი მედიკოსებისთვის. შესაძლებელია გაიზარდოს შემთხვევები, მაგრამ სიტუაცია არის მართვადი, რაც შეიძლება მშვიდად უნდა ვიყოთ. უნდა დავიცვათ გარემო და ჩვენი თავი. არ არსებობს სამკურნალო საშუალება, თუმცა არსებობს პროფილაქტიკა, ჩვენ ყველამ უნდა შევასრულოთ დადგენილი ნორმები და იმედი მაქვს აჭარა მალე გათავისუფლდება ამ ვირუსისგან. რამდენიმე დღეა რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვიმყოფები ძალიან კარგი გამოცდილი მედ-პერსონალი გყავთ, აჭარაში აღჭურვილია კლინიკები ყველა საჭირო ინვენტარით. ყველა ექიმს შევხვდით ყველა მათგანი გადამზადებულია. პაციენტების დამძიმების შემთხვევაში იციან როგორ მოიქცნენ“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები