“პატრიოტთა ალიანსი“ არის პიდაპირ რუსული პროექტი, რასაც ისინი ლაპარაკობენ ჩათვალეთ, რომ პუტინის რომელიღაცა შნირი გელაპარაკებათ, – ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი უგულავა “პატრიოტთა ალიანსის” დამფუძნებლის დავით თარხან მოურავის განცხადებას პარტიების რეიტინგებთან დაკავშირებით.
„ეს ვინ განაცხადა? – ზეზვას თავის ქალის შთამომავალი რომ არის, იმან ?! – კარგი, ილაპარაკოს ბრიყვს რა ეკითხება. სისულელებს ილაპარაკებენ. “პატრიოტთა ალიანსი“ არის პიდაპირ რუსული პროექტი, რასაც ისინი ლაპარაკობენ ჩათვალეთ, რომ პუტინის რომელიღაცა შნირი გელაპარაკებათ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ, დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, რომ მათ აქვთ ზუსტი მონაცემები, თუ როგორ ნაწილდება წინასაარჩევნოდ მოქალაქეების ხმები საქართველოში. „სააკაშვილს აქვს 3%-ზე ნაკლები, ბოკერიას აქვს 1%-ზე ნაკლები, „ქართულ ოცნებას“ დაახლოებით 13% და ჩვენ ყველას ერთად აღებულს ვუსწრებთ“, – განაცხადა დავით თარხან მოურავმა.