გაფართოებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, გორში სასმელი წყალი დადგენილ ნორმებს აკმაყოფილებს

წყალმომარაგების კომპანიამ ქალაქ გორში წყლის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლებით გაფართოებული კვლევა დაასრულა, რომლის შედეგების მიხედვითაც, გორში სასმელი წყალი სრულად აკმაყოფილებს წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმებს.

წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, წყლის სინჯები კომპანიის ლაბორატორიის მიერ კომბინატის დასახლების რამდენიმე ქუჩაზე იქნა აღებული.

“გორში არსებული წყლის სათავე ნაგებობა და საქლორატოროს მიმდებარე ტერიტორია, საიდანაც ხდება ქალაქის დიდი ნაწილის წყალმომარაგება, შემოსაზღვრული და სტანდარტების შესაბამისად არის დაცული. ასევე, აღნიშნულ ტერიოტრიაზე მოწყობილი წყლის ჭები დახურულია. შესაბამისად, სათავე ნაგებობა და საქლორატორო ობიექტების შიდა და გარე პერიმეტრები მკაცრად კონტროლდება.
გარდა ამისა, კომპანია ქალაქში  ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს წყლის სინჯების აღებას სხვადასხვა ლოკაციიდან.

გასულ დღეებში ჩატარებული სინჯების მონიტორინგის შედეგების მიხედვით სასმელი წყალი დადგენილ ნორმებს სრულად აკმაყოფილებდა”, – ნათქვამია წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები