“გვასწავლეთ როგორ ვირჩინოთ თავი 200 ლარად” – ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო დაზარალდნენ და სამუშაო ადგილები დაკარგეს, მთავრობისგან მხარდაჭერას ითხოვს. აქციის მონაწილეებთან ერთად უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც იმყოფება. მისი თქმით, შეკრებილები გზის გახსნას და სესხების გადავადებას ითხოვენ.
“პანდემიის გამო ეს ადამიანები უმუშევრები დარჩნენ, შემოსავლის სხვა საარსებო წყარო არ გააჩნიათ. გვესმის რომ ქვეყანაში პანდემიაა, განსაკუთრებით აჭარაშია ეპიდსიტუაცია მწვავე თუმცა მთავრობამ გამოსავალი უნდა იპოვოს”, – განაცხადა თამაზ ბაკურიძემ.
აქციის მონაწილეები ბათუმის ქუჩებში მსვლელობას გეგმავენ.